KORU hospitals- ის წარმომადგენლები თსსუ–ში

KORU hospitals- ის წარმომადგენლები თსსუ–ში

2014 წლის 18 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს თურქი სტუმრები: KORU hospitals- ის  ჯგუფის ერთ–ერთი დამფუძნებელი ორჰან ქემბულატ პოლატი, სამედიცინო დირექტორი მუსტაფა კარაკოსე, ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი ქენან იელდირიმი ეწვივნენ. სტუმრებს ახლდნენ: სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გენერალური დირექტორი არჩილ მორჩილაძე, „ვია ვიტას“ დამფუძნებელი კონსტანტინე ჩივჩიური და ეკა ზასეშვილი. მათ  შეხვდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი.

თურქმა სტუმრებმა დიდი ინტერესით მოუსმინეს ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესახებ. მათთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა თსსუ–ის  საერთაშორისო ურთიერთობები პარტნიორ უნივერსიტეტებთან, კლინიკებთან. სტუმრებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში საქმიანი ურთიერთობა წარმატებით წარიმართება თსსუ–სა და KORU hospitals- ს  შორისაც, ისაუბრეს  სტუდენტთა, რეზიდენტთა და პროფესორთა გაცვლით პროგრამებზე.