ლისაბონის (პორტუგალია) სტომატოლოგიური სკოლის პროფესორის, დოქტორ რაფაელ ბიოლჩის ლექცია - ფოტოპოლიმერიზაციის გავლენა და ფოტოინიციატორების მოქმედების თავისებურებები კომპოზიტებისა და კბილთა მათეთრებელი სისტემების კლინიკური გამოყენებისას

ლისაბონის (პორტუგალია) სტომატოლოგიური სკოლის პროფესორის, დოქტორ რაფაელ ბიოლჩის ლექცია - ფოტოპოლიმერიზაციის გავლენა და ფოტოინიციატორების მოქმედების თავისებურებები კომპოზიტებისა და კბილთა მათეთრებელი სისტემების კლინიკური გამოყენებისას

2023 წლის 13 ივნისს, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის, ამერიკული კომპანია Ultradent Products Inc. საქართველოში წარმომადგენლობის, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა სტომატოლოგიაში საერთაშორისო სპიკერის, ლისაბონის (პორტუგალია) სტომატოლოგიური სკოლის პროფესორის, დოქტორ რაფაელ ბიოლჩის ლექცია „ფოტოპოლიმერიზაციის გავლენა და ფოტოინიციატორების მოქმედების თავისებურებები კომპოზიტებისა და კბილთა მათეთრებელი სისტემების კლინიკური გამოყენებისას“.

ლექციას ესწრებოდნენ თანამედროვე რესტავრაციული სტომატოლოგიის მიღწევებით და ამ პროცესში გამოყენებული საშუალებებით და მოწყობილობებით დაინტერესებული სტომატოლოგები. აუდიტორიის ინტერესი მაღალი იყო იმითაც, რომ დოქტორი ბიოლჩი კბილთა გათეთრების პრობლემებსაც შეეხო, რაც დღეს პრაქტიკულ სტომატოლოგიაში ერთ-ერთი აქტუალური და მაღალმოთხოვნადი პროცედურაა. 

მოწვეულ სტუმარს, Ultradent Products Inc. საქართველოში წარმომადგენლობას მიესალმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა მამალაძე. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერი სწორედ ოდონტოლოგიის დეპარტამენტი იყო. ლექციას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და დიპლომირებული სტომატოლოგის ქართულ- და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები.