პროფესორ ლეანდრო პერეირას ლექცია

პროფესორ ლეანდრო პერეირას ლექცია

2018 წლის 16-17 მაისს საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის, კომპანია New Line Dental - ის და სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის ძალისხმევით და დიდი სურვილით მოწვეული იყო კამპინას (ბრაზილია) სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორი, ამერიკის ენდოდონტიის ასოციაციის წევრი, პროფესორი ლეანდრო პერეირა.

მისი ლექცია, რომელიც შეცდომებისა და გართულებების კორექციების გზების ძიებას ეძღვნებოდა ენდოდონტიაში, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი იყო იმ ლექციათა ციკლს შორის, რომელიც ქართველ სტუდენტებს მოუსმენიათ.

უბრწყინვალესი სპეციალისტის, უმაღლესი რანგის სპიკერისა და არაჩვეულებრივი ორატორის ლექცია ეფუძვნებოდა თანამედროვე ენდოდონტიის უკიდეგანო შესაძლებლობებს. გაჯერებული იყო ტექნოლოგიის ფლობის მაღალი პოტენციალით და ეფუძვნებოდა უმდიდრეს კლინიკურ გამოცდილებას.

სწორედ ამიტომ, ვერც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესურა, ვერც სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის შტატი, ვერც დამსწრე საზოგადოება და მით უფრო რეზიდენტები და სტუდენტები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.

პრეზენტაციის კულმინაცია იყო პროფესორ ლეანდრო პერეირას მიერ შექმნილი ინიექციური ანესთეზიების სწავლების მეთოდიკა, რომელიც უკვე ფართოდ არის დანერგილი მსოფლიოს მრავალ უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელში.

პროფესორმა ლეანდრო პერეირამ, 17 მაისს ასევე დაუვიწყარი მასტერ კლასი ჩაატარა, სადაც ოპერაციული მიკროსკოპის ქვეშ თანამედროვე ენდოდონტიური მკურნალობა და განმეორებითი მკურნალობის ვირტუოზული ტექნიკა წარმოადგინა.