სკოლა - სემინარი  ,,გლობალური ურბანული პროცესები და სამედიცინო ეკოლოგიური გამოწვევები

სკოლა - სემინარი ,,გლობალური ურბანული პროცესები და სამედიცინო ეკოლოგიური გამოწვევები

2023 წლის 19 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა სკოლა-სემინარი ,,გლობალური ურბანული პროცესები და სამედიცინო ეკოლოგიური გამოწვევები“.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის დეპარტამენტი, სამედიცინო ეკოლოგიის ასოციაცია, სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბი ,,ენდევორი“ და ახალგაზრდა მედიკოსთა ასოციაცია.

სკოლა-სემინარი  გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა სოფიო ბახტაძემ.

ღონისძიებაზე მოხსენებებით წარსდგნენ: სამედიცინო ეკოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი  მარინა გიორგობიანი; სამედიცინო ბიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი დავით ცხომელიძე;  ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნანა ცხოვრებაძე და ამავე დეპარტამენტის მოწვეული პედაგოგი ირმა ცხოვრებაძე; ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი ლუიზა გაბუნია და სოციალური და კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნანა გორგასლიძე. 

ღონისძიების ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.