ლიეტუვის ჯანდაცვის მეცნიერებების უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ლიეტუვის ჯანდაცვის მეცნიერებების უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2023 წლის 23-27 იანვარს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს  Erasmus+ პროექტის ფარგლებში  ხუთდღიანი სამუშაო ვიზიტით სტუმრობდა ლიეტუვის ჯანდაცვის მეცნიერებების უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის  დელეგაცია პროფესორების: ვიდმანტას ვაიჩიულისის  და ოლგა მასჩერიაკოვას შემადგენლობით.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები შეხვდნენ: თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკის და ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ ლევან ბარამიძეს და ამავე დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორს ირინა ზარნაძეს; კვების, ასაკობრივი მედიცინის, გარემოს ჯანმრთელობისა და პროფესიული მედიცინის  დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ შალვა ზარნაძეს; ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორს ნინო კილაძეს; საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ERASMUS+  ოფისის კოორდინატორს ნინო კანდელაკს.

შეხვედრაზე განხილულ იყო არსებული თანამშრომლობის მიღწევები და დაიგეგმა მობილობები თსსუ აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. ასევე, მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე.

აღსანიშნავია, რომ 23-24 იანვარს პროფესორმა ვიდმანტას ვაიჩიულისმა სამაგისტრო პროგრამების:  "ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ჯანმრთელობითი განათლება" და "რეაბილიტაციაში მრჩეველი" სტუდენტებისთვის ლექციები წაიკითხა.

ERASMUS+ პროექტის ფარგლებში ლიეტუვის ჯანდაცვის მეცნიერებების უნივერსიტეტი თსსუ-ის უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია ლიეტუვაში.