2019 წლის 27 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურსა და ორგანიზაცია "Southwestern Advantages"-ის თანამშრომლობის შედეგად, თსსუ-ის სტუდენტებთან გაიმართა შეხვედრა, სადაც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნეს ინფორმაცია აშშ-ში საზაფხულო დასაქმების პროგრამის შესახებ.
არსებული პროგრამის ფარგლებში თსსუ-ის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ საზაფხულო არდადეგების განმავლობაში აღნიშნული პროგრამით გაემგზავრონ ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა სფეროში დასაქმების მიზნით.
შეხვედრას ესწრებოდნენ თსსუ–ის როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი სტუდენტები.