შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან

შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან

 
   

2 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ესტუმრა.

ცენტრის წარმომადგენლებმა ისაუბრეს საქართველოში წითელასთან დაკავშირებით არსებულ ეპიდსიტუაციაზე. უნივერსიტეტის წარმომადგენლებს გააცნეს ვირუსის ელიმინაციის ეროვნული სამოქმედო გეგმა და  შემდგომი გავრცელების შეზღუდვის მიზნით, წითელას ყველა შემთხვევის ირგვლივ ჩასატარებელი პრევენციული და კონტროლის ღონისძიებების ორგანიზებაში  ჩართვისკენ მოუწოდეს. 

 
შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი, ვიცე-რექტორები, ფაკულტეტებისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები. უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა, ზურაბ ორჯონიკიძემ აღნიშნა, რომ თსსუ, თავისი საუნივერსიტეტო კლინიკებითა და რესურსით,  მზად არის ჩაერთოს წითელას შემთხვევების შეკავების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებში, წვლილი შეიტანოს იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში და მოუწოდოს მათ ვაქცინაციისკენ.

გაცნობებთ, რომ წითელა ერთ-ერთი ყველაზე გადამდები დაავადებაა - ვირუსთან კონტაქტის შემდეგ ავადდება იმუნიტეტის არმქონე ინდივიდების 90%-ზე მეტი. წითელას ვირუსის გადაცემა ხდება ჰაეროვანი გზით. ტრადიციულად, წითელა ბავშვთა დაავადებად ითვლება, მაგრამ შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი თუ მას აცრის შემდგომი ან ადრე გადატანილი წითელას ინფექციით განპირობებული იმუნიტეტი არა აქვს -  საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდა კვლავ აღინიშნება. ვაქცინაცია აუცილებელია!

იხილეთ ბმული