2019 წლის 23 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის პირველსემესტრელებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს: ფარმაციის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დალი ბერაშვილმა, დეკანის მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ჩიკვილაძემ, ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, სოციალური და კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თამაზ ჭუმბურიძემ, ფარმაცევტული და ტოქსიკოლოგიური ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თამაზ მურთაზაშვილმა, ფარმაკოგნოზიისა და ფარმაცევტული ბოტანიკის მიმართულების ასოცირებულმა პროფესორმა მალხაზ ჯოხაძემ, თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორმა ლაშა მსხილაძემ.
ფარმაციის ფაკულტეტის პირველსემესტრელებს სტუდენტობა მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს, ფარმაცევტული კომპანიების „ავერსი–ფარმას“ და „პე–ეს–პე–აფთიაქის“ წარმომადგენლებმა ხოლო ფარმაცევტულმა კომპანია „გეფამ“ ყველა პირველსემესტრელს გადასცა თეთრი ხალათი.