თბილისი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის საჯარო ლექციას უმასპინძლა

თბილისი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის საჯარო ლექციას უმასპინძლა

2019 წლის 18 ნოემბერს,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის საჯარო ლექციას უმასპინძლა, რომელიც ამავდროულად თსსუ-ის მოწვეული ლექტორი გახლავთ.

ლექცია თსსუ-ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურისა და სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით გაიმართა და მიეძღვნა თემას - "ექსპრესიული არტთერაპია". ქალბატონი ნათია სტუდენტებს ესაუბრა ექსპრესიული არტთერაპიის არსზე, მის დანიშნულებაზე. იმაზე თუ როგორ ხდება ექსპრესიული არტთერაპიის დახმარებით პიროვნების მენტალური, ფიზიკური, ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესება. ისაუბრა აღნიშნული თერაპიის სხვადასხვა სახეზე, ასევე, სტუდენტებს გააცნო ის საშუალებები რასაც იყენებენ ექსპრესიული არტთერაპიით მკურნალობის პროცესში.

ლექციის მეორე ნაწილში, კითხვა- პასუხის რეჟიმში, მსმენელებს შესაძლებლობა მიეცათ ნათია ფანჯიკიძესგან მოესმინათ რჩევები,  მათთვის საინტერესო თემების შესახებ.