ERASMUS + -ის ოფისის ინსტიტუციური კოორდინატორის ნინო კანდელაკის ვიზიტი ბონის უნივერსიტეტში

ERASMUS + -ის ოფისის ინსტიტუციური კოორდინატორის ნინო კანდელაკის ვიზიტი ბონის უნივერსიტეტში

2024 წლის 13 - 17 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ERASMUS + -ის ოფისის ინსტიტუციური კოორდინატორი ნინო კანდელაკი ERASMUS + KA 171   მობილობის პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა ბონის (გერმანია) უნივერსიტეტში, სადაც მან მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კვირეულის მუშაობაში. 

ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობას იღებდნენ დასავლეთ ევროპის უნივერსიტეტების საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურების წარმომადგენლები.

ვიზიტის მიზანი იყო ERASMUS + პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის გაგრძელება ბონის უნივერსიტეტთან, პარტნიორი უნივერსიტეტების გამოცდილების გაზიარება და ახალი პარტნიორული ურთიერთობების დაგეგმვა.

„ვიზიტი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, ბონის უნივერსიტეტის მხრიდან მოხდა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და შეჯამდა ჩვენს უნივერსიტეტებს შორის უკვე განხორციელებული და მიმდინარე აქტივობები.  აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის კუთხით მოლაპარაკებები შედგა კარლის უნივერსიტეტთან (პრაღა, ჩეხეთი),  რიგის სტრადინიშის უნივერსიტეტთან (ლატვია) და კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტთან (საფრანგეთი), რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკას,“ - აღნიშნა ქალბატონმა  ნინო კანდელაკმა.