2019 წლის 25 და 26 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრში თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სხვადასხვა დეპარტამენტის მედდებს ჩაუტარდათ ობიექტურად სტრუქტუირებული კლინიკური გამოცდა (OSCE) ბაზისურ უნარებში, როგორიცაა: ინტრავენური ინიექცია და სისტემის აწყობა, ნაზოგასტრული ზონდირება, ელექტრო კარდიოგრამის გადაღება , შარდის ბუშტის კათეტერიზაცია.
გამოცდაზე შეფასდა 108 მედდა. ღონისძიების დასასრულს მათ დაურიგდათ ანონიმური კითხვარები, რომლის შედეგებმა გამოავლინა მონაწილეთა დიდი სურვილი ხშირად ჩატარდეს მსგავსი ტიპის გამოცდები. დადებითად იქნა შეფასებული სიმულატორებზე განხორციელებული სწავლების პროცესი.