OSCE–ის გამოცდები თსსუ–ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიურ კლინიკაში

OSCE–ის გამოცდები თსსუ–ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიურ კლინიკაში

 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აპოლონ ურუშაძის სახელობის საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურ კლინიკაში, ოდონტოლოგიის დეპარტამენტში 16-17 იანვარს კლინიკურ ენდოდონტიასა და პროპედევტიკაში ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE) ჩატარდა. წლევანდელი გამოცდა, განსხვავებით წინა წლების გამოცდებისგან,  თორმეტ საგამოცდო სადგურს მოიცავდა.

გამოცდაზე შეფასდა სტუდენტთა პრაქტიკული, კომუნიკაციური, მსჯელობისა და ლოგიკური აზროვნების, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების უნარები. სტუდენტებმა სრული მობილიზაცია და გამოცდისთვის ადეკვატური მომზადება გამოამჟღავნეს. გამოცდას აფასებდა ოდონტოლოგიის დეპარტამენტის შვიდივე წევრი და თოთხმეტი მოწვეული პედაგოგი.

სტანდარტიზებული პაციენტების „როლი“ თერაპიულ სტომატოლოგიაში ექიმმა-რეზიდენტებმა შეასრულეს.

გამოცდის მსვლელობას დაესწრნენ: თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე–რექტორი, პროფესორი კახა ჭელიძე, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი სამსონ მღებრიშვილი, დეკანის მოადგილე, პროფესორი ნანა ყიფიანი, სტომატოლოგიის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი ნატალია შონია, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი ივანე კუგოტი.
თითოეული ნაკადი სპეციალურ კითხვარს ავსებდა, რითაც გამომცდელებს შესაძლებლობა მიეცათ, შეეფასებინათ ჩატარებული OSCE–ის გამოცდა დაგაეთვალისწინებინათ მათი  შეხედულებები.

კლინიკური ენდოდონტიის პროპედევტიკაში OSCE-ის გამოცდის შედეგებმა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ ეს სტუდენტთა ცოდნის შეფასების ყველაზე თანამედროვე და ჭეშმარიტად ობიექტური მეთოდია.