პოლონელი და უკრაინელი სტუდენტები თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკებში

პოლონელი და უკრაინელი სტუდენტები თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკებში

მიმდინარე წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ორმხრივი საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პოლონეთისა და უკრაინის პარტნიორი უნივერსიტეტებიდან სტაჟირების გასავლელად ჩამოვიდნენ სტუდენტები. ისინი, ინტერესისა და სპეციალიზაციის მიხედვით, განაწილებული არიან თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეო კლინიკაში, თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკასა და თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიურ კლინიკაში.

როგორც სტაჟირებაზე მყოფმა სტუდენტებმა და რეზიდენტებმა აღნიშნეს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკებში მათ არაჩვეულებრივი პირობები დახვდათ პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად. მსგავსი შესაძლებლობა მართლაც ძალიან ფასეულია ნებისმიერი სტუდენტისთვის და რეზიდენტისთვის სამომავლოდ, კარიერულ გზაზე წარმატებული სვლისთვის.

შთაბეჭდილებების აღწერისას სტაჟირებაზე მყოფმა სტუდენტებმა და რეზიდენტებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს მდიდარი გამოცდილების შესახებ, რომელიც მიიღეს კონკრეტული მანიპულაციების ნახვისას და მათში მონაწილეობის მიღებისას. თითოეული მათგანი დაწვრილებით აღწერს ტრენინგებს, რომელიც გაიარეს ქირურგიაში, კარდიოლოგიაში, პედიატრიაში, სტომატოლოგიაში და სხვა დარგებში  - „ვფიქრობთ, რომ სამომავლოდ აუცილებლად წარმატებით გამოვიყენებთ აქ მიღებულ გამოცდილებას“.