2020 წლის 3 ივნისიდან ფარმაციის ფაკულტეტზე, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში, წარმატებით მიმდინარეობს სტუდენტთა სწავლება არადისტანციურ რეჟიმში. თსსუ-ის IV სასწავლო კორპუსში ყველა სათანადო პირობაა შექმნილი სტუდენტთა ორგანიზებული შემოსვლისა და უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით.
საბაკალავრო პროგრამის მე-8 სემესტრის სტუდენტები პრაქტიკული უნარ-ჩვევების მოდულს გადიან ფარმაცევტული და ტოქსიკოლოგიური ქიმიის დეპარტამენტის ოთხ ლაბორატორიაში პროფესორ-მასწავლებლების: მ.ჯორჯიკიას, ჰ.იორამაშვილის, თ.ოთარაშვილის, ნ.ლეკიშვილის და ნ.ნიჟარაძის ხელმძღვანელობით. პრაქტიკულ მეცადინეობაზე დასწრება ნებაყოფლობითია, შესაბამისად, სტუდენტები რომელთაც ლაბორატორიებში მოსვლის საშუალება არ აქვთ, სწავლას აგრძელებენ დისტანციურად.
სამაგისტრო პროგრამის - „ფარმაცევტული ანალიზი“ ფარგლებში, სასწავლო კურსში „ფარმაკოგნოსტული ანალიზი“, სტუდენტებს მეცადინეობები უტარდებათ ფარმაციის ფაკულტეტის სამეცნიერო- კვლევით და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ლაბორატორიაში, პროფესორ დავით ჭინჭარაძის და ასოცირებულ პროფესორ ლაშა მსხილაძის ხელმძღვანელობით.
18 ივნისს კი მაგისტრანტები ეწვივნენ თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, დაათვალიერეს ლაბორატორიები და მოისმინეს პრეზენტაციები მიმდინარე და დაგეგმილი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შესახებ.