ტრენინგი   ერაზმუს+-ის  პროგრამით  კვლევითი  შესაძლებლობების  ამაღლებისა   და განვითარების  მიზნით

ტრენინგი ერაზმუს+-ის პროგრამით კვლევითი შესაძლებლობების ამაღლებისა და განვითარების მიზნით

6-12  ოქტომბერს, ერაზმუს+-ის პროგრამით,   საერთაშორისო პროექტის „საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი შესაძლებლობების ამაღლება კვლევისა და განვითარების ერთეულების განვითარების  გზით (HERD)“  ფარგლებში,  თსსუ-ის  ვიცე-რექტორი,  პროფესორი  რიმა  ბერიაშვილი  სამუშაო    ვიზიტით  იმყოფებოდა  კოტ-დ'აზურის  უნივერსიტეტში (ნიცა, საფრანგეთი).   

 ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა   კვლევითი საქმიანობისა და   მართვის გამოცდილების გაზიარება კოტ-დ'აზურის  უნივერსიტეტის  კვლევით  ცენტრებში, საუკეთესო ევროპული გამოცდილების მაგალითზე.

საქართველოს დელეგაცია, რომელიც პროექტის კონსორციუმის წევრებისგან  შედგებოდა, ვიზიტის  ფარგლებში ეწვია 20-მდე სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიას, მათ შორის  საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნულ ცენტრს (CNRS).

ტრენინგი  ძალიან  ნაყოფიერი  იყო.  შეხვედრებზე  კოტ-დ'აზურის უნივერსიტეტის  ადმინისტრაციის  წარმომადგენლებმა  და  მკვლევარებმა  საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულების  წარმომადგენლებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ტრენინგები ჩატარდა შემდეგ საკითხებზე: ცოდნისა და ინოვაციის  ვალორიზაცია, სამეცნიერო კვლევების ფინანსური მხარდაჭერა, კვლევის შედეგების სამრეწველო ტექნოლოგიებზე მორგება, ინტერდისციპლინური კვლევები და  მისი მართვა, ჯანდაცვა და ეკოსისტემები, ხელოვნური ინტელექტი, განათლება და ციფრული ტექნოლოგია და სხვ.