ბერლინის  შარიტეს უნივერსიტეტის პროფესორმა ჰანს ბოიმლერმა ლექციები წაიკითხა ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

ბერლინის შარიტეს უნივერსიტეტის პროფესორმა ჰანს ბოიმლერმა ლექციები წაიკითხა ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

2019 წლის 21 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ლექცია წაიკითხა, ერასმუს+-ის ფარგლებში თსსუ-ში სტუმრად მყოფმა,  ბერლინის (გერმანია)  შარიტეს უნივერსიტეტის პროფესორმა ჰანს ბოიმლერმა. ლექცია ეხებოდა წამლის მიზანმიმართულ მიწოდებას მიკრო და ნანონაწილაკებით ნატურალური მატრიცა - მატარებლების მეშვეობით. პროფესორმა ჰანს ბოიმლერმა დეტალურად განიხილა   მიკრო და ნანონაწილაკების დიზაინი, ტექნოლოგია, ალბუმინის, იმუნოგლობულინის და სხვა ნატურალური კომპონენტების, როგორც მატრიცა-მატარებლების  გამოყენების შესაძლებლობები, სხვადასხვა ბუნების აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების სამიზნე უბანში მისაწოდებლად. ასევე წარმოადგინა დაზიანებულ უჯრედებში მათი შეღწევადობის და მოქმედი ნივთიერებების გამოთავისუფლების კვლევის შედეგები. მოხსენების შემდეგ პროფესორმა უპასუხა შეკითხვებს.