2019 წლის 11-13 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, სპიკერის სახით, მიწვეული იყო ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ აღმოსავლეთ საპარტნიორო (EaP) კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდა რუმინეთში, ტირგუ- მურეშის მედიცინის, ფარმაციისა, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში.
კონფერენცია მიეძღვნა კვლევისა და ინოვაციების სისტემების განვითარებას და თანამშრომლობას ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორ სახელმწიფოებში. კონფერენციას მიესალმა ტირგუ- მურეშის მედიცინის, ფარმაციისა, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის რექტორი, თსსუ-ის საპატიო დოქტორი, პროფესორი ლეონარდ აზამფირეი. კონფერენციის ერთ-ერთ სესიაზე, რომელიც ეძღვნებოდა ევროპული სტანდარტების დანერგვას მედიცინაში, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია : „მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება სამედიცინო განათლებასა და კვლევაში გლობალური გამოწვევების გზაზე“ .