თსსუ-ის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რუსუდან ბერიაშვილი გაეროს სახელმძღვანელოს ავტორია

თსსუ-ის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რუსუდან ბერიაშვილი გაეროს სახელმძღვანელოს ავტორია

2022 წლის 29 ივნისს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ჟენევაში ოფიციალურად წარადგინა წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის ეფექტური გამოძიებისა და დოკუმენტირების სახელმძღვანელოს - სტამბოლის პროტოკოლის მეორე გამოცემა, რომლის ერთ-ერთი ავტორი თსსუ-ის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რუსუდან ბერიაშვილია. 

აღნიშნული დოკუმენტი პირველად გამოიცა 2001 წელს და აღნიშნულ პერიოდში არაერთი გახმაურებული და რთული შემთხვევის გამოძიებასა და დოკუმენტირებას დაედო საფუძვლად, როგორც ეფექტური დოკუმენტირებისა და გამოძიების ერთადერთი საერთაშორისო მეთოდოლოგია; ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებს არაერთი გადაწყვეტილება მიუღიათ სწორედ სტამბოლის პროტოკოლის პრინციპების საფუძველზე. 
სტამბოლის პროტოკოლის მეორე გამოცემა უფრო ფართო და დეტალურია და შეიცავს განახლებულ, თანამედროვე ინფორმაციას გამოძიებისა და დოკუმენტირების სტანდარტების შესახებ. მასში დამატებულია ორი ახალი თავი, რომელთაგან ერთის ავტორი პროფესორი რუსუდან ბერიაშვილია. 
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს პროფესორ რუსუდან ბერიაშვილს ამ დიდ წარმატებას!