თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

2020 წლის 21 აგვისტოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ  მონაწილეობა მიითო  რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში, რომლის თემასაც წელს წარმოადგენდა:  „Covid 19 - ით  გამოწვეული კრიზისის დაძლევის გზები და მისი გავლენა ინკლუზიისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე“. 

დისტანციური სწავლების შეუფერხებლად მიმდინარეობისათვის გატარებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ისაუბრა საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა ნუნუ მიცკევიჩმა. კონფერენციაზე საინტერესო მოხსენება ჰქონდა ქალბატონ თამარ მახარაშვილს - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს.

უნივერსიტეტებში დისტანციური სწავლების დანერგვის გამოცდილებასთან დაკავშირებით, კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგნენ: მერაბ ხალვაში - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; დავით გურგენიძე- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი; ზურაბ ვადაჭკორია - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი; კახა შენგელია - კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი; გოგი მარგველაშვილი - შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; თეონა ხუფენია - შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი; გიორგი შარვაშიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. ალექსანდრე თევზაძე - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი; ნანა მელქაძე - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი; დავით ჩერქეზიშვილი - აღმოსავლეთ ევროპის  უნივერსიტეტის რექტორი; გიორგი სოსიაშვილი - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი.

რექტორებმა  ისაუბრეს ბევრ პრობლემაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სტუდენტების საქართველოში შემოყვანის საკითხებზე.