საჯარო  ლექცია - „ბიოდანამატები და  ადამიანის   ჯანმრთელობა“

საჯარო ლექცია - „ბიოდანამატები და ადამიანის ჯანმრთელობა“

მიმდინარე  წლის 24 სექტემბერს, ,,მეცნიერებისა  და  ინოვაციების  საერთაშორისო  ფესტივალი 2019“-ის  ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტში,  თსსუ-ის  ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო  ბიოტექნოლოგიის  ინსტიტუტის  მთავარმა  მეცნიერ-თანამშრომელმა, ირაკლი  ჩხიკვიშვილმა,   წაიკითხა   საჯარო  ლექცია - „ბიოდანამატები  და  ადამიანის   ჯანმრთელობა“.

ლექციის  თემა  ძალიან მიმზიდველი და საინტერესო აღმოჩნდა  მსმენელისთვის. ლექციას  ესწრებოდნენ: სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები,  სკოლის  მოსწავლეები  და  ფესტივალის  სხვა სტუმრები.

ბატონმა ირაკლი ჩხიკვიშვილმა ისაუბრა ბიოდანამატების  არსზე, აუდიტორიას აუხსნა, რომ ეს ნუტრიციოლოგიის და ფარმაკოლოგიის  მომიჯნავე დარგია. ის უაღრესად აქტუალური და მნიშვნელოვანია ფართო საზოგადოებისთვის. სტუდენტებმა და  მოსწავლეებმა  განსაკუთრებული  ინტერესით  მოისმინეს სხვადასხვა ინფორმაცია ბიოდანამატების  შესახებ, ლექციის  დასრულების შემდეგ კი მადლიერება გამოხატეს ფესტივალის ორგანიზატორების  და ბატონი ირაკლი ჩხიკვიშვილის მიმართ  ასეთი საინტერესო ლექციისთვის. 

იხილეთ ,,NewPosts'"-ის სიახლეები.