საჯარო ლექცია - საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევები გლობალურად და საქართველოში

საჯარო ლექცია - საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევები გლობალურად და საქართველოში

2023 წლის 29 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ეწვია.

მან სტუდენტებისთვის ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე “საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევები გლობალურად და საქართველოში”.

ქალბატონმა თამარ გაბუნიამ განიხილა ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოწვევები და საფრთხეები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მან დამსწრე აუდიტორიას გააცნო ჯანმრთელობის უსაფრთხოების დღის წესრიგი და საერთაშორისო რეგულაციები. 

აღსანიშნავია, რომ  შეხვედრა სტუდენტური ორგანიზაციის  “მომავალი ექიმები საქართველოსთვის” ორგანიზებით გაიმართა.