საჯარო ლექცია - ,,ეკრანდამოკიდებულება და მისი ნეიროგენული სუბსტრატი“

საჯარო ლექცია - ,,ეკრანდამოკიდებულება და მისი ნეიროგენული სუბსტრატი“

2022 წლის 26 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდა საჯარო ლექცია - ,,ეკრანდამოკიდებულება და მისი ნეიროგენული სუბსტრატი“. 

ლექცია წაიკითხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სოფიო ბახტაძემ.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ეკრანდამოკიდებულების დიაგნოსტიკის საკითხები, მისი თანმხლები სამედიცინო და სოციალური მდგომარეობები და იმ ანატომიური სტრუქტურების ცვლილებების დინამიკა, რომელსაც ადგილი აქვს ეკრანდამოკიდებულების დროს.

ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, ახალგაზრდა მკვლევარები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.

ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, დაისვა საინტერესო შეკითხვები.

 ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ეგიდით წლის განმავლობაში მრავალი სხვადასხვა  ღონისძიება განხორციელდა და მომავალშიც საინტერესო აქტივობებია დაგეგმილი.