საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ბატონი არჩილ თალაკვაძის საჯარო ლექცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ბატონი არჩილ თალაკვაძის საჯარო ლექცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2023 წლის 19 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, სტუდენტური ორგანიზაციის “მომავალი ექიმები საქართველოსთვის“ ინიციატივით, სტუმრად ეწვია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი არჩილ თალაკავაძე, რომელმაც ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე “ლიდერები და რეფორმები ჯანდაცვის სფეროში, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა”.

ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა სტუდენტური ორგანიზაციის “ მომავალი ექიმები საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა, თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა თორნიკე ფუტკარაძემ. 

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე დამსწრე საზოგადოებას  C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის პრეისტორიის, ასევე, ამ პროგრამის მნიშვნელობისა და მიღწეული შედეგების შესახებ ესაუბრა.

„C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით საქართველო გახდა გლობალური ლიდერი. მონაცემები, რომელიც ჩვენ დღეს ვიხილეთ, ნამდვილად საამაყოა. თავის დროზე, როდესაც საქართველომ დაიწყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა ეს შეადარეს დავითის და გოლიათის ამბავს. საქართველომ შეძლო ამ ურთულესი პროექტის განხორციელება” - განაცხადა ბატონმა არჩილ თალაკვაძემ. 

შეხვედრას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია,  ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე, სტუდენტები, რეზიდენტები, მკვლევარები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ბატონი არჩილ თალაკვაძის საჯარო ლექციამ აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა.