საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილის საჯარო ლექცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილის საჯარო ლექცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2023 წლის 27 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, სტუდენტური ორგანიზაციის “მომავალი ექიმები საქართველოსთვის“ ინიციატივით, სტუმრად ეწვია პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, რომელმაც ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: ,,საქართველო ევროინტეგრაციის რთულ გზაზე“.

ღონისძიება გახსნა სტუდენტური ორგანიზაციის “მომავალი ექიმები საქართველოსთვის“  დამფუძნებელმა, თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა თორნიკე ფუტკარაძემ. 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სტუდენტებთან ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასა და საქართველოს  გაწევრიანების პერსპექტივაზე, ასევე მიმდინარე წლის დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე.

ლექციაზე ინტერაქციულ რეჟიმში განიხილეს საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში განხორციელებული რეფორმები, მათ შორის, სამედიცინო და საგანმანათლებლო სფეროში. 

აღსანიშნავია, რომ საჯარო ლექციამ აუდიტორიის დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია.