თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია სტუდენტებს და რეზიდენტებს მიმართავს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია სტუდენტებს და რეზიდენტებს მიმართავს

ჩემო ახალგაზრდა კოლეგებო,

მოგმართავთ ყველა სტუდენტსა და რეზიდენტს, რომლებიც ამ მძიმე სიტუაციაში თქვენს მოქალაქეობრივ და პროფესიულ ვალს პირნათლად იხდით სწავლით ყველა ჩვენთაგანისთვის უჩვეულო გარემოში, კლინიკებში მუშაობით, ქველმოქმედებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო ინიციატივების ხორცშესხმით. 

COVID-19-თან ბრძოლის ამ ურთულეს პერიოდში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 500-ზე მეტი სტუდენტი და რეზიდენტი თავდაუზოგავად შრომობს საქართველოს სხვადასხვა კლინიკაში, საკარანტინო ზონებსა და სხვა ცხელ წერტილებში.  გაცილებით მეტი სრულიად უანგაროდ, საკუთარი ინიციატივით ეხმარება სამედიცინო პერსონალს, ან ჩართულია საზოგადოებრივ მოძრაობაში და ზრუნავს უმწეო მდგომარეობაში მყოფ ადამიანებზე. 

ჩვენი უნივერისტეტის პროფესურისა და ადმინისტრაციის სახელით, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს ამ თავდადებისთვის. 

ვამაყობ, რომ თქვენ, როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, მოწოდების სიმაღლეზე ხართ და ღირსეულად წარადგენთ თქვენს ალმა-მატერს საზოგადოების წინაშე. 

იხილეთ სიახლე ,,Newposts"-ზე
იხილეთ სიახლე ,,ინტერპრესნიუსზე"