„ღირსების ორდენი“ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 10 პროფესორს

„ღირსების ორდენი“ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 10 პროფესორს

2012 წლის 16 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა, ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა „ღირსების ორდენით“ დააჯილდოვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები:

 



ნოდარ გრიგოლია – ქირურგიის დეპარტამენტის N2 ურგენტული ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი;

ნათელა (ნანა) გელაძე - პედიატრიის დეპარტამენტის ბავშვთა ნერვულ სნეულებათა მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი; 

ნოდარ ლომიძე - ქირურგიის დეპარტამენტის N1 ქირურგიულ სნეულებათა მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი; 

ნუგზარ უბერი - პედიატრიის დეპარტამენტის ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის მიმართულების ასოცირებული პროფესორი;

დავით ქოჩიაშვილი - ქირურგიის დეპარტამენტის N1 უროლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი;

კონსტანტინე ყიფიანი - ქირურგიის დეპარტამენტის N1 სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი; 

ნინო (ნინული) ნინუა - ნეირომედიცინის დეპარტამენტის ნერვულ სნეულებათა პროპედევტიკისა და ტოპიკური დიაგნოსტიკის მიმართულების ასისტენტ -პროფესორი;

მარინა გორდელაძე - შინაგანი მედიცინის N1 დეპარტამენტის ენდოკრინოლოგიის მიმართულების ასისტენტ -პროფესორი; 

გია თომაძე - ქირურგიის N1 დეპარტამენტის კერძო ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი; 

დავით შენგელია - თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. 


ვულოცავთ „ღირსების ორდენის“ ახალ კავალერებს მაღალ სახელმწიფო ჯილდოს და ვუსურვებთ კვლავაც მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურონ ქართველ ხალხს და მშობლიურ უნივერსიტეტს.