ღონისძიებები - ,,ჩემი ექსპერიმენტი“ და  ,,სტოპ ბაქტერია“

ღონისძიებები - ,,ჩემი ექსპერიმენტი“ და ,,სტოპ ბაქტერია“

2017 წლის 28 სექტემბერს ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017“-ის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიების ინსტიტუტში გაიმართა  ღონისძიებები: - ,,ჩემი ექსპერიმენტი“ და  ,,სტოპ ბაქტერია“.

ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო, თუმცა ეს განსაკუთრებით საინტერესო საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა, მათ საშუალება მიეცათ აღმოეჩინათ სრულიად ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროში, საკუთარი თვალით ეხილათ სხვადასხვა ექსპერიმენტული  მოდელები - ლაბორატორიული ცხოველები, უჯრედული კულტურები, ქათმის ემბრიონები და მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა ნივთიერებების ანტიბაქტერიული ზემოქმედების შეფასებაში. საგანგებოდ მოსწავლეებისთვის ინსტიტუტის თანამშრომლებმა ყურადღება გაამახვილეს ხელის დაბანის წესებზე, რაც საკმაოდ აქტუალურია ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით.

ღონისძიებაში მონაწილეებმა განსაკუთრებულად შეაფასეს სამეცნიერო შოუ და ექსპერიმენტული მოდელები. ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017“-ის ფარგლებში ჩატარებული ეს ღონისძიებები  ბევრი მათგანისთვის ახალი ინტერესის ინსპირაციის წყარო გახდა.