STST –  სტუდენტთა სასწავლო სამეცნიერო საუბრები

STST – სტუდენტთა სასწავლო სამეცნიერო საუბრები

2013 წლის 22-24 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის I სასწავლო კორპუსის ბიბლიოთეკის „ცისფერ დარბაზში“ თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობისა და ივ. თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდა რიგით XIV კონფერენცია - „სტუდენტთა სასწავლო–სამეცნიერო საუბრები“, რომელშიც თსსუ-ის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობდნენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და უმაღლესი სამედიცინო სკოლა "აიეტი"-ს სტუდენტები.

კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ივ. თარხნიშვილის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტი გიორგი ფოჩხუა.

ჟიურის საპატიო წევრებად მოწვეულნი იყვნენ: თსსუ-ის ვიცე–რექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დავით ჭავჭანიძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირინე კვაჭაძე, სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ლუიზა გაბუნია, ბიოფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ სანიკიძე, ბიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი დავით ცხომელიძე, ჰისტოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ნათია გუჯაბიძე. 

     

კონფერენციაზე სტუდენტებმა წარმოადგინეს საინტერესო და აქტუალური მოხსენება - პრეზენტაციები.

კონფერენციის მონაწილე ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა წარმოადგინეს საინტერესო მოხსენებები ქართულ,ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებზე.

კონფერენციის დასასრულს, ჟიურის მიერ გამოვლინდა ორი საუკეთესო მოხსენება: 

  1. ანა მამუჩაშვილი - „Art and Medicine“;
  2. მანანა კუცია  - „GM products and Leishmania“.

ასევე  გამოვლინდა, დამსწრე საზოგადოების რჩეული ორი მომხსენებელი:

  1. ნათია ჩხენკელი  - „Evolution incapatite de l’ouvriere“;
  2. ანა გაბრიაძე  - „ Chlamydia (C.trachomatis)“. 

კონფერენციის დასკვნით ნაწილში ჟიურისა და დამსწრე საზოგადოების მიერ არჩეულ საუკეთესო მოხსენება-პრეზეტანციის ავტორებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ ივ. თარხნიშვილის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების მიერ დაწესებული პრიზები.