„შაბათობა“ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში

„შაბათობა“ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში

   
   

2016 წლის 21 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ორგანიზებით გაიმართა დასუფთავების აქცია „შაბათობა“.  აქციაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქართველი და უცხოელი სტუდენტები, ასევე კლინიკის ადმინისტრაციის თანამშრომლები და ექიმები. აქცია ჩატარდა მოსახლეობისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით. აქცია მიიღებს პერმანენტულ ხასიათს და წელიწადში რამოდენიმეჯერ გაიმართება.