სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “იშვიათი დაავადებების მართვა ბავშვთა ასაკში, თანამედროვე გამოწვევები“

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “იშვიათი დაავადებების მართვა ბავშვთა ასაკში, თანამედროვე გამოწვევები“

2023 წლის 28 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა პედიატრიისა და მისი მომიჯნავე სპეციალობების  რეზიდენტთა N1 სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “იშვიათი დაავადებების მართვა ბავშვთა ასაკში, თანამედროვე გამოწვევები“. 

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები:


  1. პროექტი CNSF-ST08/6-460 „იშვიათი დაავადებების მართვის ოპტიმიზაცია  ბავშვებსა და მოზარდებში” - მიღებული შედეგები და პერსპექტივები -   ასოცირებული  პროფესორი  ირინე კორინთელი;
  2. „იშვიათი დაავადებების ტვირთი საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის“ - ასოცირებული პროფესორი ეკატერინე  მირველაშვილი, საზოგადოებრივი  ჯანდაცვის აკადემიური დოქტორი ანა მაკალათია;
  3. „ვილმსის  სიმსივნე“ -  რეზიდენტი თამარ გიგაშვილი;
  4. „ლაიმის დაავადება“ - რეზიდენტი  მარიამ მაყაშვილი;
  5. „გლუკოზა-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას დეფიციტი“ - რეზიდენტი ლუსინე მზიკიანი;
  6. "იშვიათი დაავადებების მედიკამენტური მკურნალობა - „ობოლი წამლები“ ფარმაცევტულ ბაზარზე" - ასისტენტ-პროფესორი ირმა კორინთელი.     

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი  სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის ადმინისტრაციამ, თსსუ-ის რეზიდენტებმა და  მაგისტრანტებმა.