შეხვედრა 2018-2019 აკადემიური წლის ამერიკის შეერთებული შტატების ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით

შეხვედრა 2018-2019 აკადემიური წლის ამერიკის შეერთებული შტატების ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით

   
   

2017 წლის 15 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გამართეს განათლების საერთაშორისო ცენტრის კოორდინატორმა ნინო რუხაძემ და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განათლებისა და პროფესიული პროგრამების კოორდინატორმა გიორგი გაბუნიამ.

შეხვედრას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი მჭედლიშვილი, დეკანის მოადგილე ასოცირებული პროფესორი მარინა ციმაკურიძე, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი დავით გელოვანი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტები და მაგისტრანტები.

სასტიპენდიო პროგრამა (2018-19 Fulbright Graduate Student  Program) ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების  უნივერსიტეტების  სამაგისტრო პროგრამზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა დისციპლინაში, მათ  შორის  საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით.

ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ერთ–ერთ ყველაზე  პრესტიჟულ სტიპენდიას.  ფულბრაიტის სამაგისტრო  სასტიპენდიო  პროგრამის  კანდიდატთა  შერჩევას  აწარმოებს  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, სსიპ - განათლების  საერთაშორისო  ცენტრი და საქართველოს  ბანკი.

ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის მთავარი დამფინანსებელია ამერიკის შეერთებული შტატების  სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიურო. პროგრამის  თანადამფინანსებლები  არიან  საქართველოს მთავრობა  და  საქართველოს  ბანკი.  პროგრამა  ხორციელდება  ფულბრაიტის უცხოური სასტიპენდიო საბჭოს რეგულაციებით. ამერიკის შეერთებული შტატების   სახელმწიფო  დეპარტამენტის  საგანმანათლებლო  და  კულტურის  საკითხთა  ბიუროსთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე  განათლების საერთაშორისო ინსტიტუტი (Institute of International Education, New York, U.S.A.) თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების   უნივერსიტეტების  ფართო  სპექტრთან,  რათა  უზრუნველყოს  ფულბრაიტის შერჩეული  კანდიდატებისთვის  ყველაზე შესაფერისი აკამედიური პროგრამის მოძებნა. 

განაცხადების მიღება დაიწყო 2017 წლის 23 აპრილს და
შეწყდება 2017 წლის 31 ივლისს 18:00 საათზე.

სავალდებულო მოთხოვნები:

განმცხადებლებმა უნდა:

  1. ელექტრონულად შეავსონ ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო განაცხადი, რომელიც განთავსებულია  შემდეგ მისამართზე:  https://apply.embark.com/student/fulbright/international
  2. წარადგინონ 3 რეკომენდაცია  - მასწავლებლებისგან, პროფესორებისგან ან სამსახურში უფროსებისგან (რეკომენდაცია  წარდგენილ  უნდა  იქნეს ემბარკის (embark)სისტემის მეშვეობით);
  3. წარადგინონ ოფიციალური, დამოწმებული ნიშნების ფურცელი სკოლის შემდგომი ყველა  საგანმანათლებლო  დაწესებულებიდან (უნდა ატვირთულ იქნეს ემბარკის (embark)სისტემაში);
  4. ნიშნების ფურცლების თარგმანი ინგისურ ენაზე (უნდა ატვირთულ იქნეს ემბარკის (embark)  სისტემაში);

პროგრამის შესახებ დეტალები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

http://iec.gov.ge/4296 

http://iec.gov.ge/en/4297