შეხვედრა DAAD-ის თბილისი საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებთან

შეხვედრა DAAD-ის თბილისი საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებთან

   
   

2017 წლის 13 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ: DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გებჰარდ როილი და DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრის სასწავლო და სასტიპენდიო პროგრამების კოორდინატორი ნინო ანთიძე. სტუმრებს შეხვდნენ: თსსუ-ის უცხო ენების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ნინო აბრალავა და უცხო ენების ცენტრის თანამშრომლები.

აღსანიშნავია, რომ ბატონი გებჰარდ როილი DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანლად ცოტა ხნის წინ დაინიშნა. მისი მიზანი იყო, გაცნობოდა თსსუ-ის  პროფესურას და ადმინისტრაციულ ნაწილს და დაესახა გეგმები სამომავლო თანამშრომლობისთვის.

ამ სამუშაო შეხვედრის შემდეგ DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებმა გადაინაცვლეს ბიბლიოთეკის დარბაზში, სადაც  შეხვდნენ: სტუდენტებს, დოქტორანტებს და აკადემიურ პერსონალს და მათთან ერთად განიხილეს ის სასტიპენდიო პროგრამები, რომელიც წელს არის შეთავაზებული.

შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია. წელსაც, როგორც ყოველთვის, ბევრი მსურველია, ისარგებლოს DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამებით.