შეხვედრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტსმენებთან

შეხვედრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტსმენებთან

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი  ზურაბ ვადაჭკორია და თსსუ-ის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე „უნივერსიადა 2018“ - ის და საქართველოს ჩემპიონატის ძალისმიერ სამჭიდში გამარჯვებულ თსსუ-ის  სპორტსმენებს შეხვდნენ  და  სიმბოლური საჩუქრებითა და ფულადი ჯილდოთი წაახალისეს. 

უნივერსიადა აერთიანებს სპორტის სხვადასხვა სახეობებს, ესენია: სამბო, წოლჭიმი, მკლავჭიდი, ბადმინტონი, ქართული ჭიდაობა, ძიუდო, ბოულინგი, მაგიდის ჩოგბურთი, კლდეზე ცოცვა და ჭადრაკი.  

შეგახსენებთ,  საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით დეკემბრის თვეში  „უნივერსიადა 2018“  გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ყველა უმაღლესმა სასწავლებელმა, მათ შორის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, რომელმაც ყველა უნივერსიტეტს შორის  მე-3 ადგილი დაიკავა. 

„უნივერსიადა 2018“ - ზე, წოლმჭიმში თსსუ-ის სტუდენტებმა მოიპოვეს შემდეგი ადგილები:

გიორგი მეტივიშვილი (I ადგილი)

ზურაბ დოლაბერიძე ( II ადგილი)

გოგიტა დევდარიანი ( III ადგილი)

გიორგი ბარიხაშვილი ( II ადგილი)

ირაკლი ფანჩულიძე ( II ადგილი)


საქართველოს ჩემპიონატზე ძალისმიერ სამჭიდში თსსუ-ის სტუდენტებმა მოიპოვეს შემდეგი ადგილები:

პავლე ლაღაძიშვილი (I ადგილი)

გიორგი ბარიხაშვილი ( I ადგილი)

ზურაბ დოლაბერიძე ( II ადგილი)

ბესო გოგიაშვილი (II ადგილი)