2013 წლის 24 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია შეხვდა სოფიის სამედიცინო უნივერსიტეტის (ბულგარეთი) დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: სოფიის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ვანიო მიტევი და პლევენის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეკანი, პროფესორი გენა გრინჩაროვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: თსსუ-ის რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი კახაბერ ჭელიძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი და მისი მოადგილე ირინა კაპეტივაძე.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თსსუ-სა და ბულგარეთის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები, სტუდენტთა და რეზიდენტთა გაცვლითი პროგრამები.
დასასრულს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სოფიის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება.