შეხვედრა  ,,ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის“ (EMSA) პრეზიდენტ  ბორისლავ მანევთან

შეხვედრა ,,ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის“ (EMSA) პრეზიდენტ ბორისლავ მანევთან

2013 წლის 10 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ოფიციალური შეხვედრა უნივერსიტეტის კანცლერ ზურაბ ორჯონიკიძესა და ,,ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის“ (EMSA) პრეზიდენტ ბორისლავ მანევს შორის.

შეხვედრაზე განიხილეს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართულობა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პროექტებში. ,,ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართველი სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულები „EMSA“–ს  ღონისძიებებში.

აღსანიშნავია, ქართველი სტუდენტების წარმატებები აღნიშნული ორგანიზაციის საერთაშორისო საქმიანობაში, კერძოდ: 

2007 წელს თსსუ-ის სტუდენტი მერი როგავა არჩეულ იქნა ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტად;

2010 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ,,ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის“ გენერალურ ასამბლეას;

2011 წელს „EMSA - თბილისმა“ წარმატებულად განახორციელა ბათუმის საერთაშორისო სამედიცინო სამიტი „BIMS“, ამავე წელს  თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის იმჟამინდელი პრეზიდენტი გიგა სორდია არჩეულ იქნა ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელად;

2012 წელს ასევე, თსსუ–ის კურსდამთავრებული ანა ჩეკურიშვილი არჩეულ იქნა ევროინტეგრაციის დეპარტამენტის თავმჯდომარედ. 

შეხვედრას ესწრებოდნენ თსსუ–ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიგა სორდია, ,,EMSA“ ევროპის ბორდის წევრები: ანა ჩეკურიშვილი და როკ კრზიცი.