შეხვედრა ფარმაცევტული რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით

შეხვედრა ფარმაცევტული რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით

2019 წლის 14-16 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაცევტული და ტოქსიკოლოგიური ქიმიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი ნინო იმნაძე იმყოფებოდა გერმანიაში ქალაქ ბობლინგენში, სადაც დაესწრო ფარმაცევტული რეგულირების საკითხებთან დაკავშირებულ შეხვედრას. ღონისძიებაზე  ნინო იმნაძე მიწვეული იყო როგორც საქართველოს წარმომადგენელი.  შეხვედრაში მონაწილეობდნენ როგორც ევროკავშირის, ისე არაევროკავშირის წევრი ქვეყნები.

ღონისძიების დამსწრეები გაეცნენ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებს საკვებ დანამატებთან დაკავშირებით, ვიტამინებისა და ორგანიზმისთვის აუცილებელი მიკროელემენტების რაოდენობის დღე-ღამური დოზის განსაზღვრის საკითხებს, სამკურნალო კოსმეტიკის მარკირებისა და გამოყენების ინსტრუქციის ტექსტის შემუშავებას. შეხვედრაზე ასევე განხილული იყო ფარმაცევტული პროდუქციის სერიალიზაციისა და შეფუთვა-მარკირების თანამედროვე მეთოდების როლი ფალსიფიკაციასთან ბრძოლის საქმეში და სხვა მასთან დაკავშირებული საკითხები.