შეხვედრა პროექტის ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტებისათვის ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა“ ფარგლებში

შეხვედრა პროექტის ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტებისათვის ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა“ ფარგლებში

2022 წლის 24 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ   საერთაშორისო ცენტრ "განათლება მშვიდობისათვის" პრეზიდენტი  გუგული მაღრაძე და ასოციაცია ,,კულტურათაშორისი ურთიერთობების საზოგადოების“ პრეზიდენტი, პროფესორი ინდირა ძაგანია.

სტუმრებს უმასპინძლეს: თბილისის სახელმწიფოო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, ვიცე-რექტორმა, პროფესორმა  ხათუნა თოდაძემ და ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რამაზ საყვარელიძემ.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს  პროექტის ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტებისათვის ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა“ ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები. 

პროექტის ზოგადი მიზანია სტუდენტებისათვის სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრების შექმნის გზით. იგეგმება შემდეგი აქტივობების განხორციელება: პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებში  სტუდენტებისათვის ფსიქოლოგიური ცენტრების შექმნა; პერსონალის მომზადება და გადამზადება; რეკომენდაციებისა და საკანონმდებლო დოკუმენტაციის შემუშავება; ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სტუდენტებისა და ფართო აუდიტორიის ცნობიერების ამაღლება; უნივერსიტეტების ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრების ასოციაციის შექმნა.

შედეგად, პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებში გაიზრდება არა მხოლოდ სტუდენტთა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის, არამედ უფრო ფართო აუდიტორიის ინფორმირებულობა ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და კონსულტაციის მნიშვნელობის შესახებ.  

პროექტი ერასმუს + პროგრამის საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება და  მისი პარტნიორია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.