შეხვედრა საექთნო საქმის ქართულ-ავსტრიული პროგრამის ბაკალავრიატის სტუდენტებთან

შეხვედრა საექთნო საქმის ქართულ-ავსტრიული პროგრამის ბაკალავრიატის სტუდენტებთან

   
   

2017 წლის 13 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  გაიმართა შეხვედრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საექთნო საქმის ქართულ-ავსტრიული პროგრამის  ბაკალავრიატის სტუდენტებთან.

შეხვედრა ორგანიზებული იყო თსსუ-ის ვიცე- რექტორის, პროფესორ ირაკლი კოხრეიძის მიერ და ეძღვნებოდა საექთნო საქმის ქართულ -ავსტრიული პროგრამის სტუდენტების პრაქტიკული კურსის გავლას ტიროლის (ავსტრია) კლინიკათა ქსელის Tirol Kliniken გაერთიანებაში.

დამსწრე საზოგადოების წინაშე  პრეზენტაციით წარდგა ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის მაგისტრი სოფიო თავხელიძე, რომელმაც ისაუბრა  განვლილი ორთვიანი პრაქტიკული კურსის შესახებ ტიროლის კლინიკათა ქსელის გაერთიანებაში.

საექთნო საქმის ქართულ-ავსტრიული პროგრამის სტუდენტებს სიტყვით მიმართეს ვიცე -რექტორმა, პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორმა მედეა ჯღარკავამ და ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა მასხულიამ.

თითოეულ მიმართვაში დეტალურად იყო ახსნილი,  თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ტიროლის (ავსტრია) კლინიკათა ქსელის Tirol Kliniken გაერთიანებაში პრაქტიკული გამოცდილების მიღება მაღალკვალიფიციურ ექთნად ჩამოყალიბებაში.

სტუდენტებმა გამოიჩინეს ინტერესი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიურ რეჟიმში.