შეხვედრა  საზაფხულო დასაქმების პროგრამის შესახებ

შეხვედრა საზაფხულო დასაქმების პროგრამის შესახებ

2019 წლის 27 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურსა და ორგანიზაცია "Southwestern Advantages"-ის თანამშრომლობის შედეგად, თსსუ-ის სტუდენტებთან გაიმართა შეხვედრა, სადაც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნეს ინფორმაცია აშშ-ში  საზაფხულო დასაქმების პროგრამის შესახებ.  

არსებული პროგრამის ფარგლებში თსსუ-ის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ საზაფხულო არდადეგების განმავლობაში აღნიშნული  პროგრამით გაემგზავრონ ამერიკის შეერთებულ შტატებში  სხვადასხვა სფეროში დასაქმების მიზნით. 

შეხვედრას ესწრებოდნენ თსსუ–ის როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი სტუდენტები.