შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული საკითხებისადმი მიძღვნილი სემინარი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული საკითხებისადმი მიძღვნილი სემინარი

2014 წლის 19 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული საკითხებისადმი მიძღვნილი სემინარი სტუდენტებისთვის.  სემინარს უძღვებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“ წარმომადგენლები: კოორდინატორი ნიკოლოზ დონჯაშვილი, შშმ ლიდერები: ლანა სოფრომაძე და იაკო იაკობიძე.

მათ წაიკითხეს ლექცია შშმ პირებთან დაკავშირებულ ცრუ წარმოდგენებსა და სტერეოტიპებზე,  სოციალურ და სამედიცინო მოდელებზე, დამოუკიდებელი ცხოვრების ფილოსოფიასა და საერთაშორისო მაგალითებზე. დასასრულ, აუდიტორიას წარუდგინეს „არქიტექტურული კაზუსები“.

სემინარის მიზანი იყო სტუდენტების როლის განსაზღვრა შშმ პირთა უფლებების ადვოკატირების პროცესში.