შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის, მედიკოს სტუდენტთა საეთაშორისო ფედერაციის  და თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები  ჩატარდა.

ღონისძიების მიზანი  სტიგმის დაძლევა და დაავადების მიმართ საზოგადოებრივი  ცნობიერების  ამაღლება იყო.  აქტივობაზე  მოწვეული იყვნენ შიდსის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, რომლებმაც  დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ვირუსთან ბრძოლის სიახლეები და თანამედროვე მიდგომები. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა სკრინინგ აქცია,  გაიმართა ვიდეოკლიპის ჩვენება. დღის სიმბოლური დასასრული კი ფრანების გაშვება იყო.