შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ლექცია -,,რა არის აივ/შიდსი და მასთან ბრძოლის საშუალებები

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ლექცია -,,რა არის აივ/შიდსი და მასთან ბრძოლის საშუალებები

2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში,  ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ლექცია -,,რა არის აივ/შიდსი და მასთან ბრძოლის საშუალებები" ჩატარდა.

ლექციას გაუძღვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ექიმი ინფექციონისტი - მალვინა ჯავახაძე. ღონისძიება საჯარო იყო და შიდსის პანდემიის მიმართ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა.

ლექციაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ადამიანის იმუნო დეფიციტის ვირუსისა და ში­დსის განვითარების ძირითადი მახასიათებლები, მასთან ასოცირებული დაავადებები, ინფექციის განვითარების ისტორია,  დაავადების გავრცელების ეპიდემიოლოგია, პრევენციის მექანიზმები, მკურნალობის პრინციპები, სტიგმის დამარცხება და სხვა.

ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება მადლობას უხდის პროფესორ მალვინა ჯავახაძეს საინტერესო და ამომწურავი  ლექციისთვის.