შრი-ლანკაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თსსუ-ში სოლიდარობის აქცია გაიმართა

შრი-ლანკაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თსსუ-ში სოლიდარობის აქცია გაიმართა


შრი-ლანკაში მომხდარი ტერაქტის გამო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სოლიდარობის აქცია გაიმართა, აქციის ფარგლებში სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ერთად სიმბოლურად სანთლებით მოხატეს შრილანკის რუკის  კონტური, პატივი მიაგეს და თანადგომა გამოუცხადეს შრილანკელ ხალხს, მიუსამძიმრეს გარდაცვლილთა ოჯახებს. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნიევრსიტეტში 120 -მდე შრი-ლანკის მოქალაქე სწავლობს, სოლიდარობის აქციას ესწრებოდნენ ის სტუდენტები, რომელთა ოჯახის წევრებიც ემსხვერპლნენ მომხდარ ტრაგედიას. 

თსსუ-ის ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს შრი-ლანკის მოსახლეობას.