სტუდენტთა 81-ე საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი კონფერენცია

სტუდენტთა 81-ე საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი კონფერენცია

2019 წლის 15 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით და  თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრისა და სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით,   სტუდენტთა 81-ე საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი კონფერენცია გაიმართა. 

ღონისძიებაში  მონაწილეობა მიიღეს: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის,  დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და მათთან ერთად სტუმრებმა უკრაინიდან:  უკრაინის სამედიცინო სტომატოლოგიის აკადემიის, პიროგოვის სამედიცინო უნივერსიტეტის, ლვოვის დანილო ჰალიცკის სახელობის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტის, უკრაინის ფარმაციის ეროვნული უნივერსიტეტის, ივანო ფრანკივსკის სახელობის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

კონფერენციის მონაწილეებმა წარადგინეს ორიგინალური კლინიკური და  ექსპერიმენტული კვლევები და საინტერესო კლინიკური შემთხვევები, რომელთა შეფასებას ახორციელებდა კომპეტენტური ჟიური შემდეგი შემადგენლობით:  

- ასოცირებული პროფესორი დავით ცხომელიძე - თსსუ-ის მოლეკულური ბიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის დეპარტამენტი; 

- ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია - თსსუ-ის  სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი;

- პროფესორი მამუკა მარგველაშვილი - სტომატოლოგიისა და ყბა-სახის ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

- მაკა მანწკავა - ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დეპარტამენტის ხემძღვანელი. თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის მოწვეული მასწავლებელი;

- მაია ჩახნაშვილი - თსსუ-ის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის სამსახურის სპეციალისტი, ფიზიოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი;

- გიორგი ფოჩხუა - თბილისის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმი-კარდიოლოგი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;

- გიორგი ათათია - სადაზღვეო კომპანია IMEDI-L - ის ინსპექტირების და მონიტორინგის სამსახურის უფროსი მენეჯერი, ჯანდაცვის მაგისტრი.

 ღონისძიების დასასრულს გამოვლინდა  სამი საუკეთესო კვლევა: 

1.  ანასტასია შკოდინა, ანა ვიეტკინა, ანასტასია მალიკ - NF-kB-mediated oxidative damage to the rats’ heart during Systemic Inflammation Response; უკრაინის სამედიცინო სტომატოლოგიის აკადემია.

2. ბოჟენა ანდრუშჩიშინ - Risk of colorectal cancer in patients with colon disorder. კლინიკური შემთხვევის განხილვა; ლვოვის დანილო ჰალიცკის სახელობის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი;

3. ნაილი შავშიშვილი, ნინო ჯალაღონია, ბარბარე უგულავა - The action of silver nanoparticles, received in the area of chitosan, on the metaloproteinasas-9 on the base of the experimentaly modelled chronical bronchitis; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
გამარჯვებულებს გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.

კონფერენციაში მონაწილე ნაშრომები დაიბეჭდა ივანე თახნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამცნიერო საზოგადოების სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომთა ყოველწლიურ კრებულში. 

აღსანიშნავია, რომ, ამავდროულად, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკრაინის სამედიცინო სტომატოლოგიის აკადემიასა და ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებას შორის, რომლის ფარგლებშიც  შეთანხმდნენ მომავალი გეგმების შესახებ.