სტუდენტური კონფერენცია - სოციოლოგია ჯანდაცვაში

სტუდენტური კონფერენცია - სოციოლოგია ჯანდაცვაში

2023 წლის 8 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტში ჩატარდა მეორესემესტრელ სტუდენტთა კონფერენცია „სოციოლოგია ჯანდაცვაში“. კონფერეციაზე მოხსენებები წარადგინეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებმა: ელენე გაგნიძემ, ელენე რობაქიძემ, კესო სოსელიამ, მარიამ ჩოხელმა, ანანო ფალაშვილმა, ქრისტინე მამადაშვილმა, ანანო მღებრიშვილმა, ბექა ტუსნიაშვილმა, თამთა ვაშაკიძემ, გიორგი დაგარგულიამ, თამარ კოტიაშვილმა, ლიზი ნიკოლეიშვილმა, ლიკა ტორაძემ, ანა თორიამ, ლიკა წურწუმიამ, მარიამ შუბითიძემ, მარიამ ჟუჟნიაშვილმა, ნინო ქაჯაიამ, სერგი კეკენაძემ, ოთარ სანებლიძემ, ვახო ხიზანიშვილმა, მარიამ დემურიამ, სოფიო ჯინჭარაძემ, თემურ თოდუამ, დავით მასურაძემ, გიორგი გეგეჭკორმა, ლალი კალანდაძემ, სალომე ზაქროშვილმა, მარიამ რობაქიძემ.

ღონისძიებაზე სტუდენტებმა წარადგინეს მცირე კვლევები ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს პრიორიტეტულ პრობლემებზე. აღსანიშნავია, რომ კონფერენცია ტრადიციული  ხასიათისაა და მიზნად ისახავს სტუდენტებში სამეცნირო-კვლევითი და ანალიტიკური უნარებისა და საჯარო გამოსვლების ხელოვნების განვითარებას, რაც მათ მომავალში დაეხმარება პროფესიული საქმიანობაში. 

ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.