2023 წლის 24 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბ „ენდევორის“ ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „დაბერება და მასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, გამოწვევები. სიბერე - სიცოცხლის საბოლოო ეტაპი?“.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომელთა მოხსენებებიც შეაფასა ჟიურიმ, მათ შორის იყვნენ:
ლუიზა გაბუნია - თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი, სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
რიმა ბერიაშვილი - პროფესორი, პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
გაიანე სიმონია - პროფესორი, გერიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ნანა გორგასლიძე - პროფესორი, სოციალური და კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ჟიურის შეფასების საფუძველზე 12 მოხსენებიდან გამოვლინდა 3 საუკეთესო, რომელთა ავტორებიც დაჯილდოვდნენ სიმბოლური საჩუქრებით.
კონფერენციის საუკეთესო მოხსენებები:
,,ორგანიზმის დაბერების პროცესის გავლენა ადამიანის სისხლის ფორმიანი ელემენტების ზოგიერთ მორფოლოგიურ მახასიათებელზე”
ავტორი - ნინო კეკენაძე - თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტი, XII სემესტრი.
სამეცნიერო ხელმძღვანელები: მანანა არაბული - თსსუ-ის ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;
ნინო ფრუიძე - თსსუ-ის ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
,,დაბერების ევოლუციური თეორიები”
ავტორი - ანა ბიწკინაშვილი - თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტი, X სემესტრი.
სამეცნიერო ხელმძღვანელი: ლუიზა გაბუნია - თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის ხელმძღვანელი, სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
,,სიცოცხლის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები, და გამოწვევები ბიომედიცინაში. შესაძლებელია თუ არა მივაღწიოთ უკვდავებას?”
ავტორები: ნათია ჩიხლაძე - თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტი, VIII სემესტრი;
მარიამ წიწრიაშვილი - თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტი, VIII სემესტრი.
სამეცნიერო ხელმძღვანელი: ირინა ანდრონიკაშვილი - თსსუ-ის გერიატრიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.