2023 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვენის (ავსტრია) სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები: ლეონ ალექსანდერ პფეილი და დანიელ ბადი კამიაბი იმყოფებოდნენ.
ავსტრიელმა სტუდენტებმა კლინიკური სტაჟირება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე არსებულ თსსუ-ის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა, თვალის სნეულებათა, ნერვულ სნეულებათა პროპედევტიკის და ტოპიკური დიაგნოსტიკის, ასევე მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტებში გაიარეს.
როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, საქართველოში მიღებული გამოცდილება მათ სამომავლო, პროფესიულ გეგმებზე დადებითად აისახება.