2023 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა N 1 დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორმა თეა გეგენავამ მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს, ლეიდენის (ნიდერლანდების სამეფო) უნივერსიტეტში წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (სადისერტაციო თემის სათაური - ,,მულტიმოდალური კვლევის მეთოდებს გულის სარქვლოვანი პათოლოგიების და სისტემური დაავადებების დროს“) და მიენიჭა ნიდერლანდების სამეფოს უმაღლესი სამეცნიერო - დოქტორის ხარისხი (აბრ. Dr).
თეა გეგენავას დისერტაციის დაცვის დროს გამართული დებატები სადისერტაციო საბჭოს წევრების, ოპონენტების, და დამსწრე აკადემიური საზოგადოების მიერ შეფასდა როგორც საუკეთესო, მისი კვლევის შედეგები კი - როგორც დარგის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი.
თსსუ-ის ასისტენტ-პროფესორი ლეიდენის უნივერსიტეტში მუშაობდა დიაგნოსტიკის ისეთ ახალ მეთოდებზე, როგორიცაა გულის კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს დეფორმაციული ანალიზის გამოყენება.