თსსუ-ის კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფის წარმატებული გამოსვლა საერთაშორისო სტუდენტურ-ქორეოგრაფიულ ფორუმ-ფესტივალზე „ტერფსიქორე 2023“

თსსუ-ის კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფის წარმატებული გამოსვლა საერთაშორისო სტუდენტურ-ქორეოგრაფიულ ფორუმ-ფესტივალზე „ტერფსიქორე 2023“

2023 წლის 28-29 აპრილს შ.რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო  სტუდენტურ-ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი „ტერფსიქორე 2023“ გაიმართა. 

ფესტივალში მონაწილეობა 20-მა ანსამბლმა საქართველოდან და საზღვარგარეთიდან.

აღსანიშნავია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის სახალხო, დამსახურებული ანსამბლის მოცეკვავეებისა (მთავარი ქორეოგრაფი დ. უგრეხელიძე, ქორეოგრაფი ი. კუპრეიშვილი) და თანამედროვე და სამეჯლისო ცეკვების ანსამბლ „ვეგას“ (ხელმძღვანელი ი.კვირიკაშვილი) წარმატებული გამოსვლა.

ცნობისთვის, ფესტივალი მიეძღვნა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100, უნივერსიტეტში ქორეოგრაფიული მიმართულების დაარსებიდან 30 და ფორუმ-ფესტივალის დაარსებიდან 10 წლისთავს.

საერთაშორისო  სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი „ტერფსიქორე 2023” განხორციელდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.