თსსუ-ის კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფების წარმატებული გამოსვლა კონკურსებში „საგუნდო ეროვნული კონკურსი 2023“ და

თსსუ-ის კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფების წარმატებული გამოსვლა კონკურსებში „საგუნდო ეროვნული კონკურსი 2023“ და

2023 წლის 30 აპრილს ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მოზარდთა და ახალგაზრდული „საგუნდო ეროვნული კონკურსი 2023“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა შემსრულებლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

აღსანიშნავია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ვოკალური ანსამბლის წარმატებული გამოსვლა (ხელმძღვანელი მარიამ არველაძე). 

ასევე, 2 მაისს ივ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა "თბილისის საგუნდო მე-13 საერთაშორისო ფესტივალი", რომელშიც მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის სახალხო, დამსახურებული ანსამბლის მომღერალ ვაჟთა გუნდმა (ლოტბარი- დ. რატიანი) და გოგონათა ტრადიციული მუსიკისა და სიმღერის ანსამბლმა "დეკა" (ხელმღვანელი დ. რატიანი, ხალხურ საკრავთა ჯგუფის ხელმძღვანელი გ. ტაბაშიძე). 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს თსსუ-ის კულტურის ცენტრის შემოქმედებით ჯგუფებს წარმატებულ გამოსვლებს და უსურვებს წარმატებებს.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დირექტორ მაია ჩაჩავასგან მადლობის წერილი მიიღო.